ვთამაშობთ ჭადრაკს - საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისა და responsible.ge -ს ახალი პროექტი

ვთამაშობთ ჭადრაკს - საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისა და responsible.ge -ს ახალი პროექტი

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ოჯახში ჭადრაკის თამაშის ტრადიციის აღდგენის წასახალისებლად ახალ პროექტს იწყებს. ფედერაციის ფეისბუქ გვერდზე შეიქმნა ჯგუფი „ვთამაშობთ ჭადრაკს“, რომელიც ჭადრაკის მოყვარულ ოჯახებს გააერთიანებს. ჯგუფის წევრებს შორის წამახალისებელი საოჯახო ტურნირები, ჭადრაკის ვარსკლავების ჩართვები, ფოტოკონკურსები და ჭადრაკთან დაკავშირებული სხვა აქტივობები გაიმართება. „ევროპაბეთის“ პასუხისმგებლიანი თამაშის პლატფორმა responsible.ge ინიციატივის პარტნიორია.

გიორგი გიორგაძე, ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი: „პროექტის მიზანი, ოჯახში  ჭადრაკის თამაშის ტრადიციის აღდგენაა. ჭადრაკი, როგორც საშუალება თაობებს შორის ურთიერთობისა და აზრების გაზიარების. ჭადრაკის თამაშს ხომ ოჯახის ყველა თაობის, ყველა წევრი შეუძლია გააერთიანოს. იმედი გვაქვს, ჩვენი ინიციატივა ბევრ ოჯახს მისცემს სტიმულს , შეიკრიბონ ელექტრონული  მოწყობილობების გარეშე და ითამაშონ სამაგიდო თამაშებიდან ყველაზე აზარტული, ენერგიული, გონებისთვის და ინტელექტისთვის სასარგებლო თამაში.“

მრავალი  კვლევის თანახმად  ჭადრაკის სისტემატიური თამაში ინტელექტის კოეფიციენტს 15-25%-ით ზრდის და ანვითარებს 4 საჭირო უნარს: კრიტიკული აზროვნება, კომუნიკაცია, კოლაბორაცია და კრეატიულობა.  ჭადრაკის თამაში ასევე  ეფექტურია როგორც პრევენცია ასაკობრივი დემენციის წინააღმდეგ.

„პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვებისა და რეკომენდაციების ფონზე მოახლოებულ საოჯახო დღესასწაულებზე ეს ინიციატივა ვფიქრობ ბევრს შეახსენებს რამდენად სასიამოვნო და სახალისო შეიძლება იყოს ჭადრაკის დაფასთან საოჯახო შეკრებები და ჩემპიონატები. Responsible.ge თითქმის ერთი წელია ჭადრაკის ფედერაციის პარტნიორია და გვიხარია, რომ მიუხედავად ბევრი გადადებული ღონისძიებისა ონლაინ პლატფორმების დახმარებით სხვადასხვა აქტივობის ჩატარება მაინც მოხერხდა.“ - ლაშა გოგუა, ევროპაბეთის მარკეტინგის დირექტორი.

ჩემპიონატებში და აქტივობებში ჩასართავად მსურველები უნდა შევიდნენ ჭადრაკის ფედერაციის ფეისუქ გვერდზე და გაწევრიანდნენ ჯგუფში „ვთამაშობთ ჭადრაკს“.

***

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია 2020 წლის იანვრიდან კომპანია „ევროპაბეთის“პარტნიორია პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიის ფარგლებში. „ევროპაბეთი“ ზრუნავს ჭადრაკის პოპულარიზაციაზე და სპორტის ამ სახეობის განვითარების მიზნით, სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში იღებს მონაწილეობას.

ყველაფერი პროექტის "პასუხისმგებლიანი თამაში" შესახებ - responsible.ge