ვასილოპიტა – ბერძნული ტრადიციული საახალწლო ნამცხვარი

ვასილოპიტა – ბერძნული ტრადიციული საახალწლო ნამცხვარი

ბერძნულ საახალწლო ნამცხვარ ვასილოპიტას შეუძლია მთელი წლის განმავლობაში მოგიტანოთ იღბალი.

ინგრედიენტები

1   ჭიქა კარაქი

2   ჭიქა თეთრი შაქარი

2   ჭიქა თეთრი შაქარი

6   ცალი კვერცხი

2   ჩ/კ გამაფხვიერებელი

1   ჭიქა თბილი რძე (450 C ))

2  ჩ/კ სოდა

1   ს/კ ახალი ლიმონის წვენი

4  ჭიქა კანგაცლილი და დაჭრილი ნუში

2   ს/კ შაქარი

მომზადება

გააცხელეთ ღუმელი 175 ჩ–ზე. წაუსვით ბლომად ცხიმი 25 სმ. ზომის მრგვალ ნამცხვრის ტაფას.

საშუალო ზომის თასში კარგად შეურიეთ კარაქი და შაქარი, სანამ არ გაღიავდება. შეურიეთ ფქვილი და იქამდე თქვიფეთ, სანამ ფხვიერ მასას არ მიიღებთ. რიგ–რიგობით დაამატეთ კვერცხები და თითოეულის დამატებისას კარგად შეათქვიფეთ.

რძეში შეურიეთ გამაფხვიერებელი, დაამატეთ კვერცხის ნარევს და კარგად ათქვიფეთ. შემდეგ ლიმონის წვენში შეურიეთ სოდა და დაამატეთ ცომს. ჩაასხით მიღებული მასა საცხობ ფორმაში.

აცხვეთ 20 წუთით წინასწარ გაცხელებულ ღუმელში. გამოდგით და მოაყარეთ ნუში და შაქარი, შემდეგ შედგით კვლავ ღუმელში და აცხვეთ დამატებით 20–30 წუთით იმ მდგომარეობამდე, როცა ნამცხვარი თითის დაჭერის შემდეგ კვლავ პირვანდელ ფორმას იბრუნებს.

ნამცხვარში ფრთხილად გააკეთეთ მცირე ზომის ნახვრეტი და მოათავსეთ მასში ხურდა ფული. შემდეგ ეცადეთ, ნახვრეტი შაქრით დაფაროთ. სანამ თეფშზე გადმოიღებთ, გააგირილეთ ნამცხვარი 10 წუთით რკინის ცხაურზე.

საახალწლო სუფრაზე ნამცხვარი თბილი მიიტანეთ. ოჯახის თითოეულს წევრს ერგება თითო ნაჭერი. პირველი ნაჭერი – ყველაზე ახალგაზრდას და ა.შ. ის, ვის ნაჭერშიც მონეტა აღმოჩნდება, იღბლიანი წელი ექნება!