საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, გადაცემაში „ბიზნესი იმედზე“ პანდემიასთან წარმატებული ბრძოლის მოდელზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორი სტრატეგია და ჯანდაცვის სექტორის თითოეული რგოლის დაუღალავი მუშაობა გახდა მიზეზი იმისა, რომ ქვეყანა გაუმკლავდნენ პირველ ტალღას, სექტორმა მოიგო დრო და მომზადებული დახვდა მეორე ტალღას.
მინისტრმა, მომავალი წლის გეგმებზე ისაუბრა და რამდენიმე მნიშნელოვანი პროექტი გამოყო, რომელიც 2021 წელს განხორციელდება.
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სამედიცინო პერსონალისთვის დაცულობის შექმნა და მათთვის იმ ნაბიჯების გადადგმა, როდესაც ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნება პრობლემა ექიმების ღირსეულ ანაზღაურებაზე საუბრის“ - ეკატერინე ტიკარაძე, მომავალი წლიდან, ჯანდაცვის მიმართულებით ევროპული სტანდარტების შესაბამისად, ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გამყარებას, სამედიცინო ხარისხის უზრუნველყოფას, სადაზღვეო კომპონენტში მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას გეგმავს.
პანდემიის განვითარების შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული დასაქმების სიპის გააქტიურება იგეგმება, პროექტი ეკონომიკის სამინისტროსთან პარტნიორობით განხორციელდება.
„დარწმუნებული ვარ, რომ ორი სამინისტროს გაერთიანებით შევძლებთ მნიშვნელოვანი გავლენა მოვახდინოთ ჩვენი მოქალაქეების სოციალურ მდგრადობაზე“. - აღნიშა, ეკატერინე ტიკარაძემ.