ოპოზიცია „სამართლიან არჩევნებს“ კვლავ ემიჯნება და საკუთარ განცხადებებს უარყოფს

ოპოზიცია „სამართლიან არჩევნებს“ კვლავ ემიჯნება და საკუთარ განცხადებებს უარყოფს

„სამართლიანი არჩევნები“ სკანდალში გაეხვა, ორგანიზაცია, რომელიც წლების განმავლობაში მაღალი რეპუტაციით სარგებლობდა, დღეს უკვე კრიტიკის მთავარი ობიექტია. ISFED-ის დაშვებულ შეცდომაზე შეფასებისას ოპოზიცია ცდილობს, რომ საკუთარ განცხადებებს გაემიჯნოს. მმართველ გუნდში კი „სამართლიანი არჩევნების“ მხრიდან დაშვებული ადამიანური შეცდომის არ სჯერათ.

„სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის ახალი შედეგები, ანუ შეცდომის აღიარების და გამოსწორების შემდეგ გამოქვეყნებული მონაცემი, თითქმის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემს ემთხვევა, მათ შორის ერთ პროცენტიანი სხვაობაც აღარ არის.

ოპოზიცია ახლა იმის მტკიცებას ცდილობს, რომ როცა ისინი არჩევნების გაყალბებაზე საუბრობდნენ, არც არასოდეს ეყრდნობოდნენ პარალელური დათვლის შედეგებს, ოპოზიცია ბოლო დღეების განმავლობაში იმავე კითხვებს სვამს, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ მმართველმა პარტიამ არა ერთხელ განმარტა, ხელისუფლების ოპონენტები ისევ სვამენ კითხვას, თუ საიდან იცოდა „ქართულმა ოცნებამ“, რომ შესაძლებელია პარალელური დათვლის შედეგებში რაიმე ცდომილება ყოფილიყო. ოპოზიციის თქმით, ახალი შედეგების გამოქვეყნება და ცესკოსთან მისი მაქსიმალურად დაახლოება მაინც არაფერს არ ცვლის და ისინი ისევ ახალ არჩევნებს ითხოვენ.

ელენე ნიჟარაძემ „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაცია გამოაქვეყნა. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება განმარტავს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების პარალელური დათვლის შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა PVT მეთოდოლოგის სიზუსტე და დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა, თუმცა, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დაითვალეს ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა.

Aburjga Tasmanieli მაგ "სტოლთან" შემომსხდარებიდან აბა რომელია პოლიტიკური "სვინდის-ნამუსის" მქონე?! რაღაც ვერ ვხედავ ასეთს?! იქნებ არის და მე ვარ შარზე? აქ ხომ დარჩით 2 კინკილა იუზერი, აბა შემომეშველეთ და თუ ვინმეს დაასახელებთ შევიცვლი აზრს!!! )) ჰოდა... სინდის ნამუსი რომ არ გაკონტროლებს რაც ენაზე მოგადგება იმას იტყვი და ადრე ნათქვამსაც ადვილად უარყოფ! რაღა გიკვირთ თუ უარობენ? მისივე ნათქვამი რომ გაუხმოვანო იტყვიან კონტექსტიდან არის ამოგლეჯილიო!!! ))) მოკლედ კომედიაა რა....!
4 წლის უკან
Ninja ეხლა აღარ მოგწონთ ISFED ? თამარა ჩერგოს სულ ხელზე ჰქონდა დახვეული ისფედის მონაცემები, ლაპარაკს არ აცლიდა მეტრეველს, აი, პარალელური დათვლა რამხელა სხვაობას იძლევაო და ახლა ემიჯნებიან? საიდან იცოდაო ოცნებამ, რომ ისფედმა შეცდომა დაუშვაო , ამის მეტს ვეღარაფერს იძახიან. რა დონეა. უდიპლომო სასიძოდან პერეფრაზირებას გავაკეთებ: ესენი უნდა იყვნენ ჩვენი პარლამენტარები? ??
4 წლის უკან