პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:
“ერთმა გულწრფელმა, უანგარო ადამიანმა მოახერხა ის, რაც ვერ, ან არ მოახერხა მთავრობამ, ჯანდაცვამ, ათასი ჯურის ანტი და პრო-საბჭოებმა – პირბადე 18 თეთრი."
ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ გუშნ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, სადაც ფარმაცევტული კომპანიების ნაწილს მადლობა გადაუხადა. მისი ინფორმაციით, პირბადეების ღირებულება შეიცვალა შემდეგ სააფთიაქო ქსელებში:
"პეესპე" - 2O თეთრი
"ავერსი" - 18 თეთრი
"ფარმადეპო" - 18 თეთრი
ფხაკაძის ინფორმაციით, რიგ კომპანიებში პირბადის ფასი 15 თეთრიც კი გახდა.