ელექტრონული კენჭისყრის წინასწარი შედეგებით „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ ნიკა მელია დასახელდა

ელექტრონული კენჭისყრის წინასწარი შედეგებით „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ ნიკა მელია დასახელდა

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალ თავმჯდომარედ ელექტრონული კენჭისყრის წინასწარი შედეგებით, პარტიის წევრებმა და მხარდამჭერებმა ნიკა მელია აირჩიეს.

გამარჯვებულს თავმჯდომარედ პარტიის ყრილობა დაამტკიცებს, რომელიც 27 დეკემბერს გაიმართება.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიის თავმჯდომარის პოზიციაზე ორი კანდიდატი, ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე წარადგინა. წინასწარი მონაცემებით, ნიკა მელიამ 40%-იანი უპირატესობით გაიმარჯვა.

15 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. „ვერ შევეგუები, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ჩვენ კარგა ხანია, თითქოს და ჩავაბარეთ წარსულს და, რომლებთან ერთად ვერასდროს, ვიმეორებ, ვერასდროს ვერ მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას“, – დაწერა გრიგოლ ვაშაძემ. მან ასევე აღნიშნა, რომ შეუძლებელია, ღრმა აღშფოთებას არ იწვევდეს სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანია.

Aburjga Tasmanieli 40%-იანი უპირატესობა ეს რამდენია? 70% მელიამ და 30% ვარშალომიძემ?
4 წლის უკან
არაგველი641 "სამართლიანი არჩევნები" რას ამბობს, არჩევნები არ გაყალბებულა?
4 წლის უკან