დევიდ კრამერი: არ მინდა საქართველო მსოფლიოს იმ მცირე ქვეყნების სიას შეუერთდეს, სადაც პარლამენტი ერთპარტიულია

დევიდ კრამერი: არ მინდა საქართველო მსოფლიოს იმ მცირე ქვეყნების სიას შეუერთდეს, სადაც პარლამენტი ერთპარტიულია

​„არ მინდა, რომ საქართველო მსოფლიოს იმ მცირე ქვეყნების სიას შეუერთდეს, სადაც პარლამენტი ერთპარტიულია“, - აცხადებს დევიდ კრამერი. ​ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ დევიდ კრამერმა „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საქართველოს პარლამენტში შექმნილ ვითარებაზე ილაპარაკა.

„ამერიკის ხმასთან“ კრამერი აღნიშნავს, რომ ერთპარტიული პარლამენტი გარდაუვალი იქნება თუ ოპოზიცია ბოიკოტს გააგრძელებს და „ქართული ოცნება“ პარტიებს აკრძალავს. „იმედი მაქვს, პოლიტიკოსები ორივე მხარეს გააცნობიერებენ, რომ ეს პროცესი დამღუპველია და კრიზისის მოგვარებაა საჭირო“, - აღნიშნა კრამერმა.

ამერიკელი მკვლევარი ფიქრობს, რომ კომპრომისზე ორივე მხარე უნდა წავიდეს, რაც ქართველი ხალხის ინტერესშია. დევიდ კრამერი იმედს გამოთქვამს, რომ 2021 წელს საქართველოში ისეთ პარლამენტს იხილავს, რომელიც მოსახლეობის დამოკიდებულებას უკეთ ასახავს.

ოპოზიცია და მმართველი გუნდი მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის მოლოდინში არიან. მხარეები იმედოვნებენ, რომ პოზიციების დაახლოებას შეძლებენ. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების ოპონენტებს ახალი არჩევნები სურთ, „ქართულ ოცნებას“ კი, - შეთანხმება არჩევნების გარეშე. მოლაპარაკებების შუამავალმა ელჩმა მხარეებს მკაფიოდ უთხრა, რომ უნდა გადაწყვიტონ, როგორ მიაღწიონ შეთანხმებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეხუთე რაუნდი ეფექტური ვერ იქნება.

ძია მიხო ყველაზე კარგი კომპრომისი, რომელიც ორივე მხარეს გაუწევდა ანგარიშს, იქნებოდა არჩევნების დანიშვნა 2024 წლის იანვარში ანუ სამი წლის შემდეგ. ეს იქნებოდა ვადამდელი არჩევნები - ფაქტიურად დღეიდან სამი წლის შემდენ - და ამ დროს გამოიყენებდნენ პოლიტიკური კულტურის დონის ასამაღლებლად. თუ ოპოზიცია ამაზეც არ დათანხმდა, ესე იგი მათ საპარლამენტო მუშაობა არ სდომებიათ და ისევ ერთპარტიიან რეჟიმში ყოფნა მოგვიწევს. ეს კარგი არაა, მაგრამ ობსტრუქციონისტების პარლამენტში ყოფნას ისევ ეს სჯობია.
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli კრამერი კრამერის წინააღმდეგ! მერე და დევიდ უბრძანეთ თქვენს სამწყსოს ნაციონალურ მოძრაობას, ევროპულ საქართველოს და ხელად შეშლიგინდებიან პარლამენტში. შეიტანენ იქ "სვისტოკებს", სატკაცუნებს, იმღერებენ საბჭოთა ჰიმნს, მოასხამენ მყრალ სითხეებს... ყველა საკითხზე დაიკავებენ დესტრუქციულ პოზიციას! ამას რა სჯობს, დემოკრატია ბრდღვიალებს, "ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები" კმაყოფილები არიან!
4 წლის უკან