ნიკოლოზ სამხარაძე: ასე გარიყულად დარჩენა ოპოზიციას არ წაადგება - მათ გაყალბების შესახებ ყველანაირი არგუმენტი გამოეცალათ და ვფიქრობ, პარლამენტში შემოვლენ

ნიკოლოზ სამხარაძე: ასე გარიყულად დარჩენა ოპოზიციას არ წაადგება - მათ გაყალბების შესახებ ყველანაირი არგუმენტი გამოეცალათ და ვფიქრობ, პარლამენტში შემოვლენ

ასე გარიყულად დარჩენა ოპოზიციას არ წაადგება. ვფიქრობ, იქ არიან ადამიანები, რომლებიც ამას აცნობიერებენ, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ის იმედოვნებს, რომ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შევლენ. ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ამის თქმის საფუძველს აძლევს ის, რომ „ოპოზიციას არჩევნების გაყალბებაზე ყველანაირი არგუმენტი გამოეცალა“.

„ქვეყნები, რომლებიც ჩამოთვლილი არიან საგარეო პოლიტიკის რეზოლუციაში, რომელიც მივიღეთ, ყველა ერთხმად ამბობს, რომ ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში და საპარალმენტო ტრიბუნიდან იბრძოლონ იმ საკითხებისთვის, რომლებიც მათ მნიშვნელოვნად მიაჩნიათ.

ასე გარიყულად დარჩენა ოპოზიციას არ წაადგება. შესაბამისად, ვფიქრობ, იქ არიან ადამიანები, რომლებიც ამას აცნობიერებენ. ვფიქრობ, იმ შეთანხმების საფუძველზე, რომელზეც ფასილიტატორ ელჩებთან ერთად ვმუშაობთ, ისინი პარლამენტში შემოვლენ. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ მათ გაყალბებაზე ყველანაირი არგუმენტი გამოეცალათ, ბოლო არგუმენტი იყო ISFED-ი და ისიც გამოეცალათ.

შესაბამისად, არგუმენტები არ დარჩათ. სასწორის მეორე მხარეს დევს ძალიან მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმა, რომელიც ამ ქვეყანას წინ წაიყვანს. მათ უნდა აირჩიოთ, რა ურჩევნიათ, იყვნენ გარიყულად ქუჩაში, თუ პარლამენტში და იმუშაონ ძალიან მნიშვნელოვან საარჩევნო რეფორმაზე, როგორც ამას ჩვენი ყველა მეგობარი პარტნიორი ქვეყანა მოუწოდებს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.