თავისუფალი საწოლების რაოდენობა იზრდება, ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში 1 664 თავისუფალი საწოლია, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
„რაც შეეხება საწოლების რაოდენობას, გარკვეული შემსუბუქება ამ კუთხითაც შეინიშნება. დილის მონაცემებით, კლინიკებში იყო 5 672 პაციენტი, მათ შორის რეანიმაციაშია 350, ინტენსიური თერაპია კი სჭირდება 1 257 პაციენტს. თავისუფალი საწოლების რაოდენობა იზრდება. მაგალითად, აჭარაში 400-ზე მეტი თავისუფალი საწოლია, გუშინ კი 100-ზე ნაკლები ახალი შემთხვევა გვქონდა. მთლიანობაში ქვეყნის მასშტაბით 1 664 თავისუფალი საწოლია, რაც კარგი მაჩვენებელია“, - განაცხადა გაბუნიამ.