ლევან ბოძაშვილი: ოპოზიცია დღეს პრაქტიკულად იმპოტენტია ინსტიტუციური ბერკეტის არქონის გამო

ლევან ბოძაშვილი: ოპოზიცია დღეს პრაქტიკულად იმპოტენტია ინსტიტუციური ბერკეტის არქონის გამო

ჩემი აზრით, ოპოზიცია დღეს პრაქტიკულად იმპოტენტია ინსტიტუციური ბერკეტის არქონის გამო, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ ლევან ბოძაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში“ „ნიუსრუმი“ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, ქვეყანას სჭირდება და აუცილებელია, რომ პოლიტიკურად მულტიპარტიული და ამავე დროს, მულტიფუნქციური პარლამენტი იყოს. ბოძაშვილის თქმითვე, მნიშვნელოვანია, პარლამენტში მთავრობის წარმომადგენლებს მხოლოდ ერთი პარტიის წევრები არ უსვამდნენ კითხვებს.

„აქ ძალიან ხშირად იძახიან ლეგიტიმურია თუ არა პარლამენტი, კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტი არის ლეგიტიმური, კარგია, თუ არა, ეს მეორე საკითხია. არ არის კარგი, რომ პარლამენტში მხოლოდ ერთი პარტია იყოს. ერთპარტიული პარლამენტი გახლავთ ბელარუსში, უბრალოდ, არავინ აირჩიეს სხვა, აქ საქმე გვაქვს იმასთან, რომ ოპოზიცია არჩეულია, 60 დეპუტატითაა წარმოდგენილი, ამიტომ იქ შეხვალ თუ არ შეხვალ, პარლამენტი ერთპარტიულად ვერ ჩაითვლება. ამიტომ, პოლიტიკურ მიზანშეწონილობამდე სანამ მივალთ, ვთქვათ, რომ ჯერ წესია საქმე და მერე საქმეა, საქმე.

რა თქმა უნდა, ქვეყანას სჭირდება და აუცილებელია, რომ პოლიტიკურად მულტიპარტიული და ამავე დროს, მულტიფუნქციური პარლამენტი იყოს და არა ისე, რომ მხოლოდ ერთი პარტიის წარმომადგენლები უსვამდნენ მთავრობის პროგრამას და წევრობის კანდიდატებს კითხვებს, რა თქმა უნდა, ეს არ არის კარგი, არც ევროპელების თვალში, არც ამერიკელების თვალში და თავისთავად, ქვეყნისთვის არ არის კარგი, მაგრამ აქ პასუხისმგებლობამდე მივდივართ, ვისი პასუხისმგებლობაა. მე არ ვიცი, რა თქვა გუშინ კობახიძემ, გახარიამ, ელისაშვილმა, მაგრამ ეს პარტიები რომ შევლენ პარალმენტში, თქვენთან ვთქვი არჩევნების შემდეგ, რამდენიმე დღეში და ახლაც ამ აზრზე ვარ, რომ მართლაც ასე მოხდება. იგივე სიტუაცია გვაქვს, რაც „მოქალაქეთა კავშირის“ დროს. პოლიტიკა გარდა იმისა, რომ შედეგიდან უნდა განვსაზღვროთ, ამავე დროს, მიზანშეწონილობის საკითხიც არის, რა ბერკეტი რჩება ოპოზიციას. ჩემი აზრით, ოპოზიცია დღეს პრაქტიკულად იმპოტენტია ინსტიტუციური ბერკეტის არქონის გამო. 3-4 დეპუტატი შეიძლება შევიდეს, მაგრამ ეს ინსტიტუციურ წონას, მნიშვნელობას ვერ ძენს, მაგრამ დანარჩენი ოპოზიცია, რომელიც არ შევა, ისინი რა პოლიტიკურ ბერკეტს ფლობენ გარდა ქუჩისა?“ - განაცხადა ბოძაშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან ელენე ნიჟარაძის წასვლას და აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი რეპუტაციულობის შენარჩუნების მიზნით გადაიდგა.

„ძალიან სამწუხარო რამ მოხდა, ყველაზე ცუდი რამ, რაც ასეთი ორგანიზაციის შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, რომელსაც უკვე მრავალწლიანი საზოგადოებრივი ლეგიტიამცია აქვს, რომ არჩვენების შედგებთან დაკავშირებული განცხადება გააკეთოს, ეს დადგა დიდი ეჭვის ქვეშ, ეს ნაბიჯი - დირექტორის გადადგომის ნაბიჯი ალბათ, იმით არის განპირობებული, რომ სწორედ ეს რეპუტაციულობის ხარისხი რაღაცნაირად შენარჩუნდეს, თუმცა, ძალიან ეჭვი მეპარება, რადგან ყოველთვის, სამომავლოდ, ვინც არ უნდა იყოს, რომელი პოლიტიკური ძალაც, ამ ფაქტს გამოიყენებს და ყოველთვის, მის მიერ დადებულ შედეგს და განცხადებას ეჭვქვეშ დააყენებს, ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია. აღარ ვისპეკულირებ იმასთან დაკავშირებით, ეს შეგნებულად მოხდა თუ, არაშეგნებულად, ამას არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან ასეთი ზიანი მიადგა ამ მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციას, რომელიც არსებითად მნიშვნელოვან როლს თამაშობდა არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციაში“, - განაცხადა ბოძაშვილმა.