სოზარ სუბარი: იმ ოპოზიციის ფონზე, რომელიც ჩვენ გვყავს, დისკომფორტი კი არა, მათი პარლამენტში ყოფნა ფასადური იქნებოდა

სოზარ სუბარი: იმ ოპოზიციის ფონზე, რომელიც ჩვენ გვყავს, დისკომფორტი კი არა, მათი პარლამენტში ყოფნა ფასადური იქნებოდა

იმ ოპოზიციის ფონზე, რომელიც ჩვენ გვყავს, წამყვან ოპოზიციურ პარტიასა და მის განყოფებს ვგულისხმობ, დისკომფორტი კი არ არის, მართლაც ფასადური იქნებოდა მათი პარლამენტში ყოფნა, - ამის შესახებ „იმედის“ გადაცემაში „ნამდვილი რიცხვები“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მას კითხვით მიმართეს, უქმნის თუ არა მას ის ფაქტი დისკომფორტს, რომ ოპოზიციაა პარლამენტში არ არის.

მისივე თქმით, საქართველოში ოპოზიცია მავნებლობისა და რევოლუციური სცენარისთვისაა მომართული.

„აზრთა დაპირისპირება ქმნის დემოკრატიას. ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ოპოზიციაა პარლამენტში, თუმცა იმ ოპოზიციის ფონზე, რომელიც ჩვენ გვყავს, წამყვან ოპოზიციურ პარტიასა და მის განყოფებს ვგულისხმობ, დისკომფორტი კი არ არის, მართლაც ფასადური იქნებოდა მათი პარლამენტის შიგნით ყოფნა. ისინი შიგნითაც და გარეთაც ერთი და იგივესთვის არიან მომართული, მავნებლობისა და რევოლუციური სცენარისთვის. ამისთვის შიგნით კიდევ უფრო უკეთ მოემზადებოდნენ, ვიდრე - გარეთ. თუმცა, გასაგებია, რომ ლამაზად არ ჩანს. სუფთაად ესთეტიკის თემაა და არა შინაარსის. შინაარსობრივად ის ოპოზიცია არაფერს არ მატებს. თუმცა, იქ არიან პოლიტიკური ძალები, რომელთაც დიდად არ ვენდობოდე, თუმცა აქვთ თავისი გარკვეული ხედვა და მრავალფეროვნება შემოეტანათ პარლამენტში.

დისკუსია ნორმალურ ოპოზიციურ ძალასთან ხელისუფლებისთვისაც ყოველთვის საჭიროა, რადგანაც ტონუსში გამყოფებს, მუდმივად ხარ მომზადებული, მუდმივად გიწევს, რომ დაუმტკიცო შენი აზრის უპირატესობა და ძალიან ხშირად, მისი აზრიც მიიღო, თუ მის წინადადებაში არის ჭეშმარიტება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.