საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 881 ადამიანს დაუდასტურდა, 1 515 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 881 ადამიანს დაუდასტურდა, 1 515 კი გამოჯანმრთელდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 881 ადამიანს დაუდასტურდა, 1 515 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოში კორონავირუსის 218 724 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 196 220. გარდაიცვალა 2 313. კარანტინის რეჟიმშია - 405, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 6 149. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება ათას 588 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.