მარტოხელა მოხუცების დახმარების აქცია

მარტოხელა მოხუცების დახმარების აქცია

პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების პირობებში, თბილისის მერია მარტოხელა მოხუცების და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის მოქალაქეების დახმარებას აგრძელებს. ამ მიზნით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 1.2 მილიონი ლარი, ხოლო თბილისის საკრებულოდან 200 000 ლარი გამოიყო.
პროგრამის ფარგლებში, ამ ეტაპზე 500 ათასი ლარის ღირებულების საკვები პროდუქტები, ტკბილეული და პირველადი მოხმარების ნივთებია შეძენილი, რომელიც თბილისის 10-ვე გამგეობას გადაეცა. თავის მხრივ, გამგეობების თანამშრომლები ნობათის იმ ოჯახებში მიტანას უზრუნველყოფენ, ვისაც ეს ყველაზე მეტად ჭირდება.
პროდუქტის დაფასოებისა და განაწილების პროცესს დღეს თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო.
ჩუღურეთის რაიონში მცხოვრები ბენეფიციარებისთვის ნობათების გადაცემის პროცესში კი ჩუღურეთის რაიონის გამგებელი, ზურაბ ჩიკვილაძე, გამგეობის თანშრომლები და ჩუღურეთის რაიონის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ჩაერთნენ.
გამოყოფილი თანხის ფარგლებში, მარტოხელა მოხუცებისა და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის მოქალაქეების დახმარების მიზნით, თბილისის მერია მომდევნო ხანებში კიდევ 700 ათასი ლარის საკვებ პროდუქტსა და პირველადი დახმარების ნივთებს შეიძენს.
     
amo საბურთალო სამაგიეროდ ავთანდილის ქუჩას მიხედავს დიდ დიღომში.
3 წლის უკან