თიბისი და Visa პროექტის „შექმენი საკუთარი ონლაინ მაღაზია“ ბენეფიციარ ბიზნესებს ახალ შესაძლებლობას თავაზობს. 24 დეკემბრიდან, ყველას, ვინც გააკეთებს ვიზა ბარათით შენაძენს ამ პროექტით შექმნილ ონლაინ მაღაზიებში - თანხის 25 % უკან დაუბრუნდება.
„ქეშბექის“ აქცია შეეხება Visa-ს ბარათით განხორციელებულ ყველა ტრანზაქციას. თიბისის და Visa-ს ინიციატივით, პროექტის „შექმენი საკუთარი ონლაინ მაღაზიიის“ ფარგლებში 100 - ზე მეტი ონლაინ მაღაზია შეიქმნა, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარა ბიზნესებს გაყიდვების ახალი არხების ათვისებაში. პროექტის ბენეფიციარები ძირითადად სტარტაპები, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესები არიან.
ერთის მხრივ, აქციის მიზანია, მხარდაჭერა გამოუცხადოს ბიზნესებს, რომ მათ საახალწლო ფასდაკლება შესთავაზონ მომხმარებელს „ქეშბექის“ სახით, ხოლო მეორეს მხრივ, ამით მოხდება ონლაინ ვაჭრობის წახალისება. აქცია დაეხმარება ონლაინ მაღაზიებს ცნობადობის გაზრდაში და პოტენციური მომხმარებლების დაინტერესებაში.
„ქეშბექის“ აქციაში 100-მდე მაღაზის ჩართვა იგეგმება, რაც მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს. ონლაინ მაღაზიების ჩამონათვალი განთავსებულია ბმულზე https://shoptbcbusiness.ge/projects, ასევე, თიბისი ბიზნესის სოციალურ ქსელში. მაღაზიების სია კი, ყოველდღიურად ახლდება.
თანხის უკან დაბრუნების აქციით სარგებლობა მომხმარებლებს 14 იანვრამდე შეეძლებათ.