ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ხე–ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ხე–ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს აღმოსავლეთის განყოფილების თანამშრომლების მიერ, ქალაქ მცხეთის მიმდებარე ტერიტორიაზე,  განხორციელებული სასაქონლო ზედნადებების მონიტორინგის მიზნით, გატარებული კონტროლის ღონისძიების შედეგად, სასაქონლო ზედნადების გარეშე, 35 კუბ.მ ხე–ტყის (პირველადი გადამუშავების პროდუქტი, დახერხილი ხის მასალა) ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 32  ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეს შეეფარდა ფულადი ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო აღნიშნული საქონელი ჩამოერთვა.