დავით მათიკაშვილი: კრიმინოგენული სიტუაციის ზრდას ადგილი არ აქვს და ეს მხოლოდ მანიპულირებაა ჩვენი ოპონენტების მხრიდან

დავით მათიკაშვილი: კრიმინოგენული სიტუაციის ზრდას ადგილი არ აქვს და ეს მხოლოდ მანიპულირებაა ჩვენი ოპონენტების მხრიდან

საპროცედურო საკითხთა და წესების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც  შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს, დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა  სტატისტიკასთან დაკავშირებით ისაუბრა.

„სტატისტიკის თემა ყოველთვის იყო მანიპულირების საგანი ჩვენი ოპონენტების მხრიდან. ჩვენ კარგად გვახსოვს ე.წ. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა და მისი შედეგები წინა ხელისუფლების პირობებში. ჩვენ გვახსოვს სტატისტიკური მონაცემებით მანიპულირების სხვადასხვა გზები, თუ როგორ ქვეყნდებოდა ან არ ქვეყნდებოდა კონკრეტული მონაცემები.

ჩვენ ზუსტად ვიცით 2012 წლიდან დღემდე რა გზა გაიარა ამ მხრივ რეალურმა მოცემულობამ დღევანდელი სიტუაციის ჩათვლით. სამთავრობო პროგრამაში, თქვენ აღნიშნავთ, რომ 10%-ით არის წინა წლებთან შედარებით კლება ამ კუთხით. კრიმინოგენული სიტუაციის ზრდას ადგილი არ აქვს და ეს მხოლოდ მანიპულირებაა ჩვენი ოპონენტების მხრიდან", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.