შეზღუდვების დაწესებითაც და მათი მოხსნითაც დიდ ფასს ვიხდით ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის თვალსაზრისით, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ ვიწრო, მხოლოდ საოჯახო წრეში აღნიშნონ ახალი წელი. შეზღუდვების დაწესებითაც და მათი მოხსნითაც დიდ ფასს ვიხდით ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ამიტომ ყველამ ერთად უნდა გამოვიჩინოთ ის ერთობა და სოლიდარობა, რომელმაც მოგვცა საშუალება, წარმატებით გვემართა ეპიდემიის პირველი ტალღა, ასევე წარმატებით უნდა გავუმკლავდეთ ვირუსის მერე ტალღასაც. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ეს საახალწლო ღონისძიებებიც მოკრძალებულად აღვნიშნოთ“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
რა შეზღუდვები რჩება ძალაში და რა იხსნება 24 დეკემბრიდან. სრულად