დიდ ქალაქებში სავაჭრო ცენტრები 24 დეკემბრიდან სპეციალური წესებით გაიხსნება

დიდ ქალაქებში სავაჭრო ცენტრები 24 დეკემბრიდან სპეციალური წესებით გაიხსნება

24 დეკემბრიდან დიდ ქალაქებში სავაჭრო ცენტრები სპეციალური წესებით გაიხსნება.

ამის შესახებ საკოორდინაციო სავჭოს დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

„ჩვენ ეპიდემიოლოგებთან და ამ ბიზნესის წარმომადგენლებთან კონსულტაციების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება დამატებითი რეგულაციების დაწესების შესახებ, რომელიც მეტად დაიცავს ჩვენ მომხმარებლებს სავაჭრო ქსელებში ვიზიტის დროს. კერძოდ, მაღაზიების სამუშაო საათები განისაზღვრება დილის 7 საათიდან საღამოს 19 საათამდე. მაღაზიებში მომხმარებელი უნდა დაიშვას ნაკადების მკაცრი მართვით, მასთან მაღაზიის ყოველ 20 კვადრატულ მეტრზე დაიშვება არაუმეტეს ერთი მომხმარებლისა. მაღაზიების როგორც შიდა, ისე გარე სივრცეში უნდა მოხდეს მომხმარებელთა რიგების მკაცრი მართვა, რათა იყოს დაცული დისტანცია და პირბადის სწორად მოხმარება“, - აღნიშნა ცქიტიშვილმა.