23-24 დეკემბერს საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

23-24 დეკემბერს საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

23-24 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში უმეტესად თოვლის სახით.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მაღალმთიან რაიონებში ნისლი, ქარბუქი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ზღვაზე 2-3-ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.