სამწუხაროა, როდესაც საზოგადოებას ასეთი ღირსეული ადამიანი აკლდება, როგორიც ბატონი გოგი ქავთარაძე იყო. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და მთელ საქართველოს, - ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა თბილისში, ქაშვეთის ტაძართან გააკეთა, სადაც გოგი ქავთარაძესთან გამოსამშვიდობებელი სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
ქაშვეთის ტაძარში ცნობილ მსახიობსა და რეჟისორს პატივს მიაგებენ მეგობრები და კოლეგები.
20 დეკემბერს 80 წლის ასაკში, ცნობილი ქართველი მსახიობი და რეჟისორი გოგი ქავთარაძე გარდაიცვალა.