ევროკომისიამ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა ევროკავშირის ბაზარზე დაუშვა. ამის შესახებ ევრიკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
„ევროპის წამლების სააგენტომ საფუძვლიანად შეაფასა ეს ვაქცინა და დაასკვნა, რომ ის უსაფრთხო და ეფექტურია Covid-19-ის წინააღმდეგ. ამ სამეცნიერო შეფასების საფუძველზე, ევროკავშირის ბაზარზე მისი გამოყენების ნებართვას გავცემთ“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
დღეს ევროპულმა სააგენტომ Pfizer/Biontech-ის ვაქცინის გამოყენებას მწვანე შუქი აუნთო. ვაქცინაცია ევროკავშირის ქვეყნებში 27 დეკემბერს დაიწყება.