მსოფლიო ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო პანდემიამდე და ჩვენი ამოცანაა, შევძლოთ პატარა უპირატესობა მოვუპოვოთ ჩვენს ქვეყანას პოსტპანდემიური გლობალური კონკურენციის პირობებში

მსოფლიო ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო პანდემიამდე და ჩვენი ამოცანაა, შევძლოთ პატარა უპირატესობა მოვუპოვოთ ჩვენს ქვეყანას პოსტპანდემიური გლობალური კონკურენციის პირობებში

ეფექტიანი და პრაგმატული დიპლომატია უნდა იყოს ჩვენი ამოცანა 2021 წელს, ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, როგორ შეიძლება პანდემია - გამოწვევა, ქვეყნისთვის შესაძლებლობად ვაქციოთ. ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანა და ეს არის ყველა პატარა ქვეყნის შესაძლებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეხვედრაზე - „ელჩების კონფერენცია 2020 - საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები გლობალური პანდემიის პირობებში, ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც ონლაინ ფორმატში იმართება.

მთავრობის მეთაურმა იმ სასტარტო უპირატესობებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ქვეყანას გლობალური კონკურენციის პირობებში ექნება.

„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ის, თუ როგორ გავართმევთ თავს პანდემიას, იქნება ეს ჯანდაცვის და ეპიდემიოლოგიური, ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სოციალური ცხოვრების კუთხით, არ შეიძლება არ გავიხსენოთ არჩევნები, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ, არის ის სასტარტო პირობები, რომელიც მისცემს შესაძლებლობას საქართველოს, პატარა კონკურენტული უპირატესობა მოიპოვოს იმ პოსტპანდემიურ გლობალურ კონკურენციაშიც, რომლის მოწმეებიც ჩვენ სულ მალე გავხდებით. მოგეხსენებათ, ვაქცინა შესაძლებელი გახდება და გლობალური კონკურენცია იქნება აბსოლუტურად სხვანაირი. ისევე როგორც მსოფლიო ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო პანდემიამდე, გლობალური კონკურენციაც იქნება აბსოლუტურად სხვანაირი და ჩვენი ამოცანაა, შევძლოთ პატარა უპირატესობა მოვუპოვოთ ჩვენს ქვეყანას პოსტპანდემიური გლობალური კონკურენციის პირობებში, როგორ შეძლოს და მიაღწიოს მეტ შედეგებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

Aburjga Tasmanieli ახლა, რამდენიმე დღეა გამოირკვა, რომ გამოჩნდა კოვიდ 19 ვირუსის მუტაცია, რომელიც გაცილებით სწრაფად ვრცელდება ვიდრე თავდაპირველი. ამის შედეგია ის, რომ დიდ ბრიტანეთში დაიწყო კარანტინის ურეცედენტო ზომები. ვინც აქ თვალს ადევნებდით ჩემს პოსტებს სადაც ვწერდი, რომ მეცნიერებმა უნდა იმუშაონ წამალზე და არა ვაქცინაზე იმიტომ რომ, ვამბობდი სანამ ვაქცინას შეიმუშავებენ, გამოცდიან და ვაქცინაციასჩაატარებენ ძალიან დიდი დრო გავა და ძალიან მოსალოდნელია ვირუსმა მნიშვნელოვანი მუტაცია განიცადოს და ვაქცინა რომეზეც ამდენი სამუშაო ჩატარდა, ამდენი მილიარდი დაიხარჯა შეიძლება უსარგებლო აღმოჩნდეს! აი ამას ვწერდი.... ვწერდი, რომ საჭიროა წამალზე და არა ვაქცინაზე მუშაობა . ვასახელებდი წამალს - ივერმექტინი, მკურნალობის ელექტრომაგნიტურ მეთოდებს UFOK აპარატებით. ყური არავინ მათხოვა! ერთი ადმიანიც არ გამომეხმაურა. მე თითონ გავხდი ავად, ივერმექტინი ვერ ვიშოვე, UFOK აპარატი არც მიძებნია, აბა მაგის ფული სად მაქვს! სახლში ვიყავი იზოლიაციაში და გადავიტანე! უკვე 20 დღე გავიდა ცოცხალი ვარ ასე თუ ისე. მაგრამ ირგვლივ 60 წელს გადაცილებული ხალხი იხოცება. საშველი კი არ ჩანს...
4 წლის უკან