ჩნდება ეჭვი, რომ ოპოზიცია, რომელიც თავის თავს „გაერთიანებულს“ უწოდებს, გადადის ანტიდასავლური, პრორუსული პროპაგანდის ნიშაში, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე დეპუტატმა გიორგი ხელაშვილმა.
„ბოლო კვირებში საკმაოდ საინტერესო ტენდენციაა ქართულ პოლიტიკაში, რომ მიმდინარეობს ანტიდასავლური, საკმაოდ ოდიოზური განცხადებების კეთება. ოპოზიციის ნაწილი თავს ესხმის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, საელჩოებს. დღეს ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც ფორმალურად პარლამენტის წევრია, ნათელაშვილმა გააკეთა ანტითურქული განცხადებები, რომელიც ერთი ერთში ჯდება რუსულ ნარატივში. ჩვენ ვიცით, რას წარმოადგენს რუსული ნარატივი, ვიცით, რა მეთოდებს მიმართავენ ისინი და შეიძლება ითქვას, რომ სიტყვასიტყვით იმეორებს ეს პოლიტიკოსი რუსულ პროპაგანდას. საგარეო საქმეთა სამინისტროში სულ უფრო და უფრო იკრებს ძალას სტრატეგიული კომუნიკაციის მიმართულება. ამ სიტუაციაში, როცა ოპოზიცია ნელ-ნელა ანტიდასავლურ რელსებზე გადადის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთში არ შეიქმნას ყალბი წარმოდგენა საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე და ჩვენს სტრატეგიულ ამოცანებზე. ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა საპარლამენტო კონტროლი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, მათ შორის, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით; ასევე მნიშვნელოვანია საპარლამენტო დიპლომატიის განხორციელება. დღეს პარლამენტს გაცილებით დიდი როლი ენიჭება აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ზედამხედველობის თვალსაზრისით, იზრდება მისი როლი საგარეო პოლიტიკაში, მათ შორის“ - განაცხადა გიორგი გელაშვილმა.