მაია ცქიტიშვილი: თუ პარტია უარს აცხადებს იმ პროცესში ჩართვაზე, რასაც პასუხისმგებლობის აღება ჰქვია, რამდენად მართებულია ამ ტიპის პარტიის დაფინანსება?!

მაია ცქიტიშვილი: თუ პარტია უარს აცხადებს იმ პროცესში ჩართვაზე, რასაც პასუხისმგებლობის აღება ჰქვია, რამდენად მართებულია ამ ტიპის პარტიის დაფინანსება?!

თუ პარტია უარს აცხადებს იმ პროცესში ჩართვაზე, რასაც პასუხისმგებლობის აღება ჰქვია, კითხვები უნდა გაგვიჩნდეს, რამდენად მართებულია ამ ტიპის პარტიის დაფინანსება?!- ასე უპასუხა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას პარტიების დაფინანსების წესის შეცვლასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, საპარლამენტო მანდატი არის პასუხისმგებლობა, რომელსაც "შენი ქვეყნის მოქალაქე გაკისრებს".

"ასევე, არ დაგვავიწყდეს, რომ ყველა ეს პარტია თავის სურვილით მონაწილეობს არჩევნებში. ელემენტარული მაგალითი რომ მოგიყვანოთ, იგივეა, რაც მე მივიღო მინაწილეობა რაიმე სხვა პოზიციაზე გასაუბრებაში, შემდეგ მიმიღონ სამსახურში, ნდობა გამომიცხადონ და ამის შემდეგ ვთქვა,რომ არ ვივლი სამსახურში, არ შევასრულებ ჩემს მოვალეობას და მე მინდა, რომ ამისთვის ხელფასი მივიღო. ალბათ, ეს ყველასთვის იქნება აბსოლუტურად ალოგიკური. მანდატი, პირველ რიგში, არის პასუხისმგებლობა, ამ მანდატს ჩვენ გვაძლევს ჩვენი მოსახლეობა. სწორედ ამიტომ ვიღებთ მოსახლეობის მიერ გადახდილი გადასახადებისგან დაფინანსებას, რომელიც გვეკუთვნის იმის გამო, რომ ამ პასუხისმგებლობის აღების სურვილი, შესაძლებლობა ან უნარი გვაქვს", - განაცხადა ცქიტიშვილმა.