2014 წელს მომხდარი ტერორისტული თავდასხმების გამო, თურქეთში 18 პირი დააკავეს

2014 წელს მომხდარი ტერორისტული თავდასხმების გამო, თურქეთში 18 პირი დააკავეს

თურქეთში დააკავეს 18 ადამიანი, რომელთაც 2014 წელს, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმებში მონაწილეობა ედებათ ბრალად, - ამის შესახებ Anadolu წერს.

მათი დაკავების ოპერაციები, ძირითადად, ქვეყნის სამხრეთ რეგიონებში ჩატარდა. არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილთა შორის არაერთი საჯარო მოხელეცაა.

2014 წელს, სამხრეთ სირიაში გაძლიერებულმა ქურთთა მუშათა პარტიამ (PKK) საკუთარი გავლენების გაძლიერება თურქეთის ტერიტორიაზეც მოისურვა, რასაც 6-8 ოქტომბერს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ტერორისტული აქტები მოჰყვა. მათი მიზანი, ედეოლოდიური მხარდამჭერების გაერთიანება, ქვეყანაში ქაოსის შექმნა და ოფიციალური ანკარას დამხობა იყო.

თავდასხმების შედეგად, 37 ადამიანი დაიღუპა, 800-მდე პირი დაშავდა, დაახლოებით 200 სკოლა დაიწვა, განადგურდა 268 საჯარო შენობა და 1 731 სახლი.