ბაღდადში ე.წ. „მწვანე ზონაში“ მდებარე აშშ-ის საელჩოს მიმართულებით 8 რაკეტა ისროლეს

ბაღდადში ე.წ. „მწვანე ზონაში“ მდებარე აშშ-ის საელჩოს მიმართულებით 8 რაკეტა ისროლეს

ბაღდადში ე.წ. „მწვანე ზონაში“ მდებარე აშშ-ის საელჩოს მიმართულებით 8 რაკეტა ისროლეს.

ერაყში აშშ-ის საელჩოს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ინციდენტის შედეგად, საელჩოს შენობა უმნიშვნელოდ დაზიანდა. საელჩოს თანამშრომლებიდან არავინ დაშავებულა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ მტკიცედ დაგმო ირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული დაჯგუფებების აღნიშნული თავდასხმა.

„ყველა ერაყელს მოვუწოდებთ, მხარი დაუჭირონ ერაყის მთავრობის ძალისხმევას სუვერენიტეტის განმტკიცების კუთხით. ირანის მიერ მხარდაჭერილი ყველა შეიარაღებული დაჯგუფება სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ უნდა იყოს“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.