სერგო ჩიხლაძე: ოპოზიციის ყველა შეხვედრის მონაწილე ვარ და არსად განხილულა რევოლუციური სცენარი

სერგო ჩიხლაძე: ოპოზიციის ყველა შეხვედრის მონაწილე ვარ და არსად განხილულა რევოლუციური სცენარი

ოპოზიციის ყველა შეხვედრის მონაწილე ვარ და არსად განხილულა რევოლუციური სცენარი ან ირიბად, ან გადაკვრით, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

„ნიკა მელიამ თვითონ განმარტა, რას გულისხმობდა. ეს ნიშნავს დათმობებს ხელისუფლების მხრიდან და ვადამდელ არჩევნებს, ანუ ასე განმარტა მან. რაც შეეხება ჩვენ პარტიას, გვაქვს ჩვენი პარტიული დღის წესრიგი, რომელიც გულისხმობს პარტიის გაძლიერებას, ადამიანური რესურსების მოზიდვას, რეგიონების გაძლიერებას და ვრჩებით ერთგული იმ საერთო პოზიციის, რაც არის ოპოზიციურ პარტიებში“,- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ „როდესაც ყველა ინსტიტუტს აუქმებ, ის პროტესტი, რომელიც საზოგადოებაში აზვირთდება, დიახაც, შეიძლება, გადაიზარდოს მშვიდობიან რევოლუციაში“.

Aburjga Tasmanieli შენ სერგო რაღაც ადრე არ ჩანდი, არ ვიცი ვინ ხარ?! მოლაპარაკებაზე ვერ იტყოდით მაგას, მაგრამ აგერ თითქმის ყოველ დღე ე.წ. ოპოზიციის ლიდერები მაგალითად ბოკერია, მელია... დაუფარავად აჟღერებენ, რომთუ ხელისუფლება ვერ დაიბრიყვეს რევოლუციური სცენარც არ დააყოვნებს! მე კი მგონია, რომ თქვენი - ოპოზიციის სინსილის გაწყვეტა უფრო არ დააყოვნებს!
4 წლის უკან