ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კორონავირუსის ახალ სახესხვაობაზე წერს, რომელიც ბრიტანეთში გამოჩნდა, ქვეყნის მთავრობამ საწინაღმდეგ დამატებითი შეზღუდვები შემოიღო. ლონდონში, ასევე ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში რეგულაციების ზომები გამკაცრდება.
ინგლისის იმ რეგიონებში, სადაც შეზღუდვების მეოთხე დონე ამოქმედდა, მოქალაქეებს სახლის დატოვება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლიათ, ასევე აკრძალულია რეგიონებს შორის გადაადგილება და საზღვარგარეთ მოგზაურობა.
„ვირუსის „ახალი“ ვარიანტი 70% -ით ადვილად ვრცელდება! ჯერ არ არსებობს მტკიცებულება, რომ მის მიმართ ვაქცინა არაეფექტური იქნება. ახლა არაა შესაბამისი დრო, როცა შეზღუდვების გამარტივებაზე უნდა ვფიქრობდეთ!“, – აცხადებს კულუმბეგოვი.