დავით ბერძენიშვილი: რევოლუცია გაკეთილშობილებას არ ექვემდებარება, არც ტერმინი და არც მოვლენა - იქნებ, შევეშვათ რევოლუციის პოზიტიურ კონტექსტში მოხსენიებას

დავით ბერძენიშვილი: რევოლუცია გაკეთილშობილებას არ ექვემდებარება, არც ტერმინი და არც მოვლენა - იქნებ, შევეშვათ რევოლუციის პოზიტიურ კონტექსტში მოხსენიებას

რევოლუცია გაკეთილშობილებას არ ექვემდებარება, არც ტერმინი და არც მოვლენა. იქნებ, შევეშვათ რევოლუციის პოზიტიურ კონტექსტში მოხსენიებას, - წერს Facebook-ის საკუთარ გვერდზე რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი.

„1990 წლის აგვისტოში ზვიად გამსახურდიამ უზარმაზარი საპროტესტო აქციებით ნორმალური საარჩევნო სისტემა გამოღლიტა კომუნისტებს და მოუგო არჩევნები. არავის ამ ან სხვა პროცესისთვის რევოლუცია არ დაურქმევია. ეროვნული მოძრაობის ყველა ფლანგის ლექსიკონში რევოლუცია მხოლოდ ნეგატიური რამ იყო და იმიტომ“ - წერს დავით ბერძენიშვილი.

18 დეკემბერს გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ „როდესაც ხელისუფლება არჩევნებს აუქმებს, რჩება 2 სცენარი - ან დიქტატურისკენ სვლასთან შეგუება, ან ლეგიტიმური რევოლუცია“.

Aburjga Tasmanieli საინტერესოა ამას გონება რამ გაუნათა??!!
4 წლის უკან