ატყობთ, პოლიტიკური აზროვნებისა და ანალიზის რა „ბუმბერაზთან“ გვაქვს საქმე? - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ექს-პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ „რუსთავი 2“-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებებს.
“მარგველაშვილი დღევანდელ "ღამის კურიერში". რამდენიმე ამონარიდი თუ რა სიბრიყვეები თქვა თითქოსდა იმპოზანტური პოზით:
- არჩევნები მოიპარეს, გაყალბდა და ამას მეუბნებიან პირად საუბრებში უცხოელი კონტაქტები;
- რომც არ გაყალბებულიყო, მაინც დასანიშნია ხელახალი, რიგგარეშე არჩევნები;
- ჩემი საპრეზიდენტო არჩევნებისას არანაირი დარღვევას ჰქონდა ადგილი...
ატყობთ პოლიტიკური აზროვნებისა და ანალიზის რა "ბუმბერაზთან" გვაქვს საქმე?
ძალიან სამართლიანად აკენწლეს ფილოსოფოსი ექს-პრეზიდენტი გადაცემის წამყვანებმა”.