ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ქართულ პოლიტიკურ ველზე, ჩვენი(?) პოლიტიკოსების მიერ წარმოთქმულ რანაირ სიბრძნეს არ გაიგებ-განსაკუთრებით თუ კი საქმე არჩევნებს ეხება, თან თუ გინდა ახსნა თუ რატომ უნდა დაინიშნოს ვადამდელი ან ხელახალი არჩევნები, არგუმენტებია უმტკიცესი:
- იმიტომ რომ გაყალბდა, მართალია ვერ ვამტკიცებთ, რომ გაყალბდა მაგრამ მაინც;
- სანამ პოლიტიკური აჩრდილები არ გადალახავენ 1% ბარიერს;
- სანამ სააკაშვილი და ნაცევრონაცები არ მოიგებენ;
- იმიტომ რომ ალიასკა რუსეთის იყო და მიყიდეს ამერიკელებს;
- იმიტომ , რომ ნიანგი მწვანეცაა და გრძელი;
- იმიტომ, რომ..ათასი სისულელე და ჭირი...
აი, ეს ერთი კი გამორჩეულია, აი ნამდვილი პოლიტიკური აზროვნება...იყო ასეთი პრეზიდენტი ჩვენს ისტორიაში გიორგი მარგველაშვილი, შეიძლება არც გახსოვთ, ვეტოებს ადებდა კანონებს, ხოდა ამ ნაპრეზიდენტალმა მოიყვანა ყველაზე მაგარი არგუმენტი რუსთავი2 ეთერში:
„რომც არ გაყალბებულიყო მაინც დასანიშნია ხელახელი არჩევნებიო!“
აი, ნამდვილი პოლიტიკოსი, აი ნამდვილი არგუმენტი, აი როგორ შეიძლება კაცი ჯანმრთელი იყოს ან ერთი შეხედვით ჩანდეს, მაგრამ მაინც ....
ისე, ძლივს არ გავიგე თურმე რატომ უნდა დაინიშნოს არჩევნები, რუსთვი2-ს წამყვანება კი ვერ გაიგეს და ყოფა უტირეს ბუმბერზ პოლიტიკოსს“!