გიგა ბოკერია: დიქტატურასთან შეგუება არის კატასტროფა, რევოლუცია არის ძალიან სარისკო ქვეყნისთვის, ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ვადამდელი, ნორმალური არჩევნები

გიგა ბოკერია: დიქტატურასთან შეგუება არის კატასტროფა, რევოლუცია არის ძალიან სარისკო ქვეყნისთვის, ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ვადამდელი, ნორმალური არჩევნები

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, პარტიის პოზიცია რევოლუციურ სცენართან დაკავშირებით დიდი ხანია მკაფიოა. ბოკერიას განცხადებით, დიქტატურათან შეგუება კატასტროფაა, ხოლო რევოლუცია, როგორც მშვიდობიანი, ისე არამშვიდობიანი სახით, არის ქვეყნისთვის ძალიან სარისკო.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, სწორედ ამის თავიდან ასაცილებლად არის საჭირო ვადამდელი არჩევნები.

„ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით დიდი ხანია მკაფიოა. დიქტატურასთან შეგუება არის კატასტროფა, რევოლუცია არის ძალიან სარისკო ქვეყნისთვის, მშვიდობიანიც და მითუმეტეს არამშვიდობიანიც, სწორედ ამის თავიდან ასაცილებლად არის საჭირო ვადამდელი ნორმალური არჩევნები.

ამრიგად, ეს არის სწორედ გამოსავალი, იმისთვის, რომ ავიცილოთ თავიდან, ერთი მხრივ, კატასტროფული საფრთხე დიქტატურის, სტაგნაციის და მეორე მხრივ, რისკები ნებისმიერი სახის რევოლუციის. სწორედ ამიტომ გვინდა ვადამდელი ნორმალური არჩევნები“, - განაცხადა ბოკერიამ.

 

ზურაბი ამ კაცს დემოკრატიაზე უცნაური დამოკიდებულება აქვს, ჯერ იყო და გამსახურდიას ხელისუფლებას დასდევდა ავტომატით, შემდეგ შევარდნაძის შეცვლაში მიიღო მონაწილეობა, ამან და ლევან რამიშვილმა დააფუძნესთავისუფლების ინტიტუტი". როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდნენ ამიკაცისათვის წამებე,ხალხი ქუჩაში კვლა, ომის დროს იყო უშიშროების საბჭოს მდივანი და რაც ხდებოდა ყველაფრის საქმის კურსში იყო.ყველა ის ძალადობა ამის ჭკუით სახელმწიფოს მშენებლობა იყო. ამისი და ამის მსგავსების ხელისუფლებაში მიშვება დაღუპავს ქართველ ერს.
4 წლის უკან
romani ერთი მთავარი კითხვა მაქვს ოპოზიციურ პარტიებთან - ვადამდელო არჩევნების შემთხვევაში კვლავ და, სავარაუდოდ, უფრო დიდი დანაკლისით. რომ დამარცხდეთ, რას მოიმოქმედებთ - აღიარებთ თუ არა დამარცხებას? დღევანდელო თქვენი ქცევიდან გამომდინარე თქვენ ამას არ გააკეთებთ და გააგრძელებთ დესტრუქციულ, ქვეყნის დასუსტების, შერცხვენის პოლიტიკას მანამდე, სანამ არ დადგება თქვენთვის სასურველი შედეგები. მაშინ რა აზრი აქვს ახალ არჩევნებს? თქვენ უტიფრობა ერთ მოკლე მოთხოვნაშია - თქვენ წადით, ჩვენ მოვალთ. თუ არა და ეს სიტუაცია უსასრულოდ გაგრძელდება. უკვე ისმის მოწოდებები რევოლუციური სცენარის განსახორციელებლად. ესე იგი ან თქვენ ან არავინ. ჩვენ, ხალხი, რომელიც უმრავლესობაშია და არ გიჭერთ მხარს, ამოგდებულია ამ ფორმულიდან. მერწმუნეთ, რომ ვარსებობთ და, გარკვეულ მომენტში, გაგახსენებთ თავს. ნუ მიიყვანთ ქვეყანას ამ მდგომარეობამდე. ეს ყველა პარტიას ეხება, არა მარტო თქვენს სექტას.
4 წლის უკან