ასე ზეპირად უნდათ იძახონ, რომ არჩვენები გაყალბდა, ასე უარგუმენტოდ დააჯერონ საზოგადოება და ამ ეგიდით მოითხოვონ რიგგარეშე არჩვენები, -ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმდჯომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც ის განმარტავს, ელჩები განცხადებებში იმ მთავარი ნეგატიური ქმედებების შესახებ საუბრობენ, რასაც ოპოზიცია ეწევა.
„დათმობებზე საუბარი არ არის, ჩვენ შევეცდებით მათ შორის, ისეთი მჭიდრო კომუნიკაცია გავაგრძელოთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ელჩებთან, მათ წარმომადგენლებთან, რომელთაც მადლობას ვუხდით ყველა ჯერზე, მართლა ძალიან დიდი შრომაა ჩადებული, რომ შეთანხმებისკენ და სატბილურობისკენ წავიდეს პროცესი, მათთან კომუნიკაციას კიდევ უფრო გავაგრძელებთ, რომ დავარწმუნოთ თითოეული ჩვენი გადაწყვეტილების სისწორეში. კარგია, რომ მათივე მხრიდან აღინიშნება იმ მთავარი ნეგატიური ქმედებების შესახებ, რასაც ოპოზიცია ეწევა და ძალიან კარგად ახსნა კარლ ჰარცელმა განცხადებაში, რას აკეთებს ოპოზიცია იმისთვის, რომ მოლაპარაკების კარი დაიხუროს, ამას ჩვენ, ყველანი კარგად ვხედავთ.
რაც შეეხება ჩვენი მისამართით გამოთქმულ წუხილს და იმ საკამათო თემას - დაფინანასებას, ჩვენ შევცდებით დავარწმუნოთ, რომ ეს არის რაციონალური და სწორი, სამართლიანი გადაწყვეტილება. „ნაციონალური მოძრაობა“ სადაც იყო ხსენებული, ეს „ნაცმოძრაობას“ ვერ შეეხება. როცა კანონი ამოქმედდება, შეეხება იმ პარტიას, რომელიც ისე მოიქცევა, როგორც „ნაცმოძრობა“ და მისი ლიდერი იქცეოდა წინასაარჩვენო პერიოდში, ანუ ცენზს არ დააკმაყოფილებს, მხოლოდ სანქციაზეა საუბარი“, - განაცხადა მდინარაძემ.
რაც შეეხება ოპოზიციის წევრების განცხადებას, რომ იმ შემთხვევაში, თუკი, რიგგარეშე არჩევნები არ დაინიშნება, სამოქალაქო პროტესტი გაგრძელდება, მდინარაძე პასუხობს, რომ მშვიდობიანი პროტესტის უფლება ყველას აქვს.
„მათ სრული უფლება აქვთ გააგრძელონ პროტესტის ნებისმიერი მშვიდობიანი ფორმა და ამ ფორმით გამოხატვის სივრცე ამ ქვეყანაში უდიდესია, განსაკუთრებით, დღეს. თუმცა, ძალადობრივი ტერმინის შემოტანა და „ლეგიტიმურის“ დამატება, უკვე მათ ზრახვებს ცხადყოფს და ე.წ. კარტებს ხსნის, რა სურთ რეალურად მათ, ამაზე ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით, მაგრამ მეორე მხრივ, თუ ისინი, რიგგარეშე არჩვენებს ითხოვენ, ჩვენ ამაზე ვთანხმდებით ერთი მარტივი დათქმით, რომ 1%-იანი გადახრის შემთხვევაში ჩავატაროთ და კომისიაში თვითონ იყვნენ, იმ ფონზე, როცა ისინი არათუ 1, 5, 10%-ს და სხვადასხვა ციფრებს ამბობენ, მთავარი კითხვა შემდეგში მდგომარეობს, რატომ ამბობენ მათთვის ერთი შეხედვით მისაღებ დათქმაზე უარს, თუ მათ მართლა სჯერათ, რომ გაყალბდა არჩევნები, მაგრამ მათ ჩვენთან ერთად აღმოაჩინეს, რომ არჩევნები კი არა PVT გაყალბდა, ამიტომ ეს დათქმა მათთვის მისაღები არ არის, უბრალოდ, ასე ზეპირად უნდათ იძახონ გაყალბდა არჩევნები და ასე დაააჯერონ საზოგადოებას უარგუმენტოდ და ამ ეგიდით მოითხოვონ რიგგარეშე არჩვენები, ხოლო დათქმა, თუ 1%-იანი გადახრაა, მაშინ რიგგარეშე არჩვენები ჩატარდეს, ეს არ აწყობთ“, - განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის თქმით, როგორც ფასილიტატორი ის ხედავს, რომ პარტიები ერთმანეთს უფრო მეტად შორდებიან ვიდრე უახლოვდებიან და ეს ხდება მაშინ, როდესაც დრო უფრო სწრაფად გადის ვიდრე ოდესმე და კარის დახურვის პროცესი დაწყებულია.