ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდს ელოდებიან ოპოზიცია

ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდს ელოდებიან ოპოზიცია

ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი ელოდებიან ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდს.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, მოლაპარაკებებზე განიხილებოდა წინადადება, რომლის მიხედვითაც ყველა შემდეგი არჩევნები უნდა ჩატარებულიყო პროპორციული სისტემით, თუმცა ისინი ასევე ითხოვდნენ ახალი არჩევნების დანიშვნასაც.

„ამაზე საუბარი იყო მოლაპარაკებებზე, მაგრამ არის მეორე პრობლემა - როდის იქნება ეს შემდეგი არჩევნები. სწორედ ამაზე ვერ ვთანხმდებით მხარეები. ჩვენ შევთავაზეთ მნიშვნელოვანი კომპრომისი - პლებისციტის ჩატარება. ჩვენ გვჯერა, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს სურს ვადამდელი არჩევნების ჩატარება, მაგრამ არსებობს შანსი, რომ ამ აზრის მომხრეები უმცირესობაში აღმოჩნდნენ. ამ შემთხვევაში ოპოზიცია გააგრძელებს მოღვაწეობას პარლამენტში“, - აცხადებს ჩიხლაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ყველაფერი მოხდეს კანონის ფარგლებში.

„როდესაც ხელისუფლება არ ტოვებს სხვა შანსს იმისა, რომ ან არჩევნების გზით, ან ფასილიტატორების ჩართვით მოლაპარაკებების გზით აღდგეს სამართლიანობა და შესრულდეს მოქალაქეების დაკვეთაა, აქციებისა და მანიფესტაციების გარდა, რაც ასევე ჩვენი კანონიერი უფლებაა, სხვა არაფერი გვრჩება“, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე.

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ირმა ნადირაშვილი მიიჩნევს, რომ მშვიდობიანი რევოლუცია გულისხმობს სწორედ საპროტესტო აქციებსა და ქუჩაში მოვლენების გადატანას.

„როდესაც წართმეული გაქვს არჩევანის უფლება და არ შედიხარ პარლამენტში, მაშინ შენ გაქვს უფლება, ქუჩაში დაიცვა შენი კონსტიტუციური უფლებები“, - განაცხადა ნადირაშვილმა.