დღესდღეისობით ძალიან ცვალებადია ის ბაზარი, რომელიც ჩვენ ვაქცინის მოწოდებას გვპირდება, აქედან გამომდინარე მცდარი მოლოდინების დანერგვის მიღმა მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია მოსახლეობამდე სწორად მივიდეს, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ სავარაუდო ვაქცინები ქვეყანაში შესაძლოა მარტის ბოლოდან გამოჩნდეს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორთან, ჰანს კლუგესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„არ არის განსაზღვრული კონკრეტული ვაქცინა, თუმცა ჩვენ ვმუშაობთ ყველა მიმართულებით, იმისთვის, რომ ნებისმიერი სირთულის, ცივი ჯაჭვის საჭიროების შემთხვევაში, ქვეყანას საშუალება ჰქონდეს, რომ შემოიტანოს ნებისმიერი ვაქცინა, ამასთან დაკავშირებით ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, როგორც შესწავლის, ასევე ინფრასტრუქტურის კომპონენტში. ქვეყანა იქნება მზად ყველა სახის ვაქცინის მიღებისთვის, დღესდღეისობით ძალიან ცვალებადია ის ბაზარი, რომელიც ჩვენ ვაქცინის მოწოდებას გვპირდება, აქედან გამომდინარე მცდარი მოლოდინების დანერგვის მიღმა მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია მოსახლეობამდე სწორად მივიდეს, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ სავარაუდო ვაქცინები ქვეყანაში შესაძლოა მარტის ბოლოდან გამოჩნდეს“, - განაცხადა ტიკარაძემ.