ავღანეთში უმსხვილეს ამერიკულ ავიაბაზა „ბაგრამზე“ სარაკეტო იერიში განხორციელდა

ავღანეთში უმსხვილეს ამერიკულ ავიაბაზა „ბაგრამზე“ სარაკეტო იერიში განხორციელდა

ავღანეთში უმსხვილეს ამერიკულ ავიაბაზა „ბაგრამზე“ სარაკეტო იერიში განხორციელდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„წინასწარი მონაცემებით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა და აეროდრომი არ დაზიანებულა“, - განუცხადეს სააგენტო Pajhwork-ს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში.

ბაგრამის რაიონული ადმინისტრაციის წარმომადგენლის, შაქურ ქუდუსის განცხადებით, ავიაბაზის მიმართულებით 4 რაკეტა იყო გაშვებული. ავღანური პოლიციის ინფორმაციით, მათ კიდევ 6 რაკეტა იპოვეს და გააუვნებელყვეს.