ჰანს კლუგე: კიდევ უფრო გავაძლიერებთ თანამშრომლობას ვაქცინის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობისა და პანდემიასთან ბრძოლის კუთხით

ჰანს კლუგე: კიდევ უფრო გავაძლიერებთ თანამშრომლობას ვაქცინის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობისა და პანდემიასთან ბრძოლის კუთხით

ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ მწვავე პერიოდში კიდევ უფრო გავაძლიერებთ თანამშრომლობას, მათ შორის ვაქცინის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობისა და პანდემიასთან ბრძოლის კუთხით, - ამის შესახებ ​ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორმა, ჰანს ჰენრი კლუგემ ევროკავშირის ელჩთან საქართველოში, კარლ ჰარცელთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს, საქართველოს მოქალაქეების, საქართველოს მთავრობისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისთვის გაწეული მხარდაჭერისთვის, რომელიც ამ რთულ დროს ადამიანების ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზეა მიმართული. ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ მწვავე პერიოდში კიდევ უფრო გავაძლიერებთ თანამშრომლობას, მათ შორის ვაქცინის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობისა და პანდემიასთან ბრძოლის კუთხით, იმის გათვალისწინებით, რომ ჯანმრთელობა სოციალური ერთიანობის, ეკონომიკური განვითარებისა და რეგიონული უსაფრთხოების მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს“- აღნიშნა ჰანს ჰენრი კლუგემ.