ივანიშვილი დანიშნავს არჩევნებს და საღი აზრის ფარგლებში მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, ან ოპოზიცია დაიწყებს მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან მკვეთრი საპროტესტო აქციებისთვის მზადების პროცესს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ძალიან ბევრი საკითხი განიხილებოდა.
„მოდით, კიდევ ერთხელ დავაკვირდეთ, რა ხალხიც აქ არის შეკრებილი, ჩვენ ბევრი რამ არ გვაერთიანებს, მაგრამ უსამართლობამ და კონკრეტულად არჩევნების გაყალბების თემამ შეგვკრიბა. წარმოუდგენელი შედეგია ამ წუთის მდგომარეობით მიღწეული, როდესაც ოპოზიციამ არ გაუფორმა ივანიშვილს მოპარული არჩევნები. ეს ძალისხმევა გაძლიერდება ოპოზიციის მხრიდან და ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ არჩევნები არ ჩატარდება, სწორედ ამაზე იყო დღეს საუბარი. რა თქმა უნდა, ოპოზიციაში გეგმა არის და იქნება, მაგრამ არ არის აუცილებელი, თქვენ იცოდეთ. მთავარია, რომ ან ივანიშვილი დანიშნავს არჩევნებს და საღი აზრის ფარგლებში მიიღებს ამ გადაწყვეტილებას ან ოპოზიცია დაიწყებს მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან მკვეთრი საპროტესტო აქციებისთვის მზადების პროცესს. როდესაც ყველა ინსტიტუტს აუქმებ, როდესაც ერთი კაცის პარლამენტი გაქვს, როდესაც სასამართლო სისტემა აღარ არსებობს და სახელმწიფო აღარ ფუნქციონირებს, ის პროტესტი, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, გადაიზრდება უკმაყოფილებაში და ტრანსფორმირდება მათ შორის, მშვიდობიან რევოლუციაში”, - განაცხადა ნიკა მელიამ.
და ბოლოს, ვინც ვთვლით რომ არ გაყალბებულა ჩვენ რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ, სანამდე უნდა ვუყუროთ ამ თქვენი ტელევიზიების ვაკხანალიას, თქვენს უწმაწურ ბრექვას, მუქარას, შანტაჟს?!