ბიძინა კულუმბეგოვი: თუ იმ ადამიანთა პროცენტული მაჩვენებელი დაბალი იქნება, ვინც ვაქცინას გაიკეთებს, ეს პანდემიასთან ბრძოლას გაართულებს

ბიძინა კულუმბეგოვი: თუ იმ ადამიანთა პროცენტული მაჩვენებელი დაბალი იქნება, ვინც ვაქცინას გაიკეთებს, ეს პანდემიასთან ბრძოლას გაართულებს

„თუ იმ ადამიანთა პროცენტული მაჩვენებელი დაბალი იქნება, ვინც ვაქცინას გაიკეთებს, ეს პანდემიასთან ბრძოლას ძალიან გაართულებს“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა გადაცემაში „იმედის დღე“ განაცხადა.

კულუმბეგოვის თქმით, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა.

„ჩვენი ტიპის ქვეყანას, რომელსაც მეცნიერული თვალსაზრისით ვაქცინის შექმნაში დაბალი რესურსების გამო წვლილი ვერ შეგვაქვს, რეალურად, მომხმარებლები ვართ. ამიტომ, როდის მოაღწევს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერიოზული სიკეთე საქართველომდე, ბოლომდე არ ვიცით. იმედს ვიტოვებთ, რომ გაზაფხულზე ეს შესაძლებელი იქნება“, - აღნიშნა კულუმბეგოვმა.

ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, Moderna-ს და Pfizer-ის ვაქცინები ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის არ იქნება ხელმისაწვდომი