განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაძლოა კულტურის მიმართულება გამოეყოს, - ამის შესახებ გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თქმით, ეს საკითხი განიხილება და დიდი ალბათობით, ასე მოხდება.
„მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაციები. გარკვეული შეთანხმებები უკვე არსებობს, მოსაზრებებიც არსებობს, მაგრამ რეალურად, საკითხი უნდა მივიდეს ბოლომდე, რადგან არაჯანსაღ საინფორმაციო გარემოში არ შევქმნათ და არ მივცეთ არაჯანსაღ ძალებს ვითარების სკანდალურად აგორების საშუალება. მნიშვნელოვან ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ, იმ გეგმას თუ არ ჩავთვლით, რომელიც შესაძლოა, უახლოეს პერიოდში იყოს რეალიზებული და ეს არის კულტურის სამინისტროს გამოყოფა და თავად იუსტიციის მინისტრის პოსტის შევსება”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.