სახელმწიფო ბიუჯეტი, მით უმეტეს, ამ კოვიდის პირობებში, არაა იმისთვის, რომ პოლიტიკური პარტია უარს ამბობდეს მანდატებზე, მაგრამ მაინც ჰქონდეს საშუალება, რომ ხალხის ჯიბიდან, ამ მანდატების შესაბამისი ფული წაიღოს პარტიაში. რა თქმა უნდა, ამ ინიციატივას კენჭს ვუყრით და მხარს დავუჭერთ, - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი.
„იმ ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვენ, კიდევ ერთხელ უნდა გაიაზრონ, თუ რამხელა დარტყმას აყენებენ საკუთარ თავს, ამომრჩეველს, მაგრამ თუ ისინი მაინც დარჩებიან საკუთარ პოზიციაზე, რა თქმა უნდა, მათ ვერ ექნებათ ის ფინანსური რესურსი, რომელიც პირდაპირაა მიბმული მანდატების ოდენობაზე“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ახალი კანონპროექტის მიხედვით, რომელიც პარლამენტში ინიციატივის სახით შევიდა, პარტიას, რომლის წევრებსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდებათ, სახელმწიფო დაფინანსებაც შეუწყდებათ, ან ერთი წლით შეუჩერდებათ.