ვახტანგ მეგრელიშვილი ახალი „გირჩის“ დაფუძნებაზე: თუ წარმატებას მიაღწევენ, მხოლოდ გამიხარდება

ვახტანგ მეგრელიშვილი ახალი „გირჩის“ დაფუძნებაზე: თუ წარმატებას მიაღწევენ, მხოლოდ გამიხარდება

„გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი ახალ „გირჩს“ წარმატებას უსურვებს და აცხადებს, რომ მისი თანაპარტიელების მიერ დაანონსებული ახალი პოლიტიკური ძალის წინსვლა მხოლოდ გაახარებს.

„სინამდვილეში, არავინ იცის, ჩვენთან დაკავშირებით, როგორ განვითარდება მოვლენები. გულწრფელად ვუსურვებ წარმატებას იმ ადამიანებს, რომელთაც იგივე მიზნები აქვთ გაცხადებული, რაც აქამდე გვქონდა. უბრალოდ, წარმოუდგენიათ, რომ სხვანაირად იმოქმედებენ და თუ ისინი ამ სხვანაირი მოქმედებით წარმატებას მიაღწევენ, მხოლოდ გამიხარდება“ - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ზურა ჯაფარიძე 26 დეკემბერს ახალ „გირჩს“ დააფუძნებს. პარტიის ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარეს აირჩევენ. ზურაბ ჯაფარიძის თანაშემწის, ნინა საჯაიას განცხადებით, პარტია დარეგისტრირდება სახელით „მეტი თავისუფლება-გირჩი“.