Coca-Cola თანამშრომლებს შეამცირებს

Coca-Cola თანამშრომლებს შეამცირებს

Coca-Cola თანამშრომლების შემცირებას იწყებს, - ამის შესახებ გამოცემა Wall Street Journal-ი წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიიდან უახლოეს ხანებში 2 200 ადამიანს დაითხოვენ. აქედან 1 200 შეერთებულ შტატებშია დასაქმებული. მასობრივი შემცირებების მიზეზი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები გახდა, რამაც კომპანიას კოლოსალური ფინანსური ზარალი მოუტანა.