ემანუელ მაკრონს კორონავირუსი დაუდასტურდა

ემანუელ მაკრონს კორონავირუსი დაუდასტურდა

საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საფრანგეთში კორონავირუსის 2 409 062 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 59 361 ადამიანი გარდაიცვალა.