ამირან გამყრელიძე: თუ 24 დეკემბერს ყველაფერს გავხსნით, ინფიცირებულთა მაჩვენებელი 5-6 ათასამდე გაგვეზრდება

ამირან გამყრელიძე: თუ 24 დეკემბერს ყველაფერს გავხსნით, ინფიცირებულთა მაჩვენებელი 5-6 ათასამდე გაგვეზრდება

ჩვენ მომხრე ვართ მინიმალური შემსუბუქების, ჩვენ მხარს არ ვუჭერთ ქვეყანაში მობილობის სერიოზულად გაზრდას, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„თუ 24 დეკემბერს ყველაფერს გავხსნით, მობილობა სერიოზულად გაიზრდება, პირდაპირ გეტყვით, რომ გაგვეზრდება და ისევ აგვივარდება ინფიცირებულების მაჩვენებელი 5-6 ათასზე და შესაბამისად იანგარიშეთ, რამდენი ადამიანი მოხვდება ჰოსპიტალში და რამდენი, სამწუხაროდ, შეიძლება დამძიმდეს“, - განაცხადა ამირან გამყელიძემ.

28 ნომებერიდან, საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.