სამწუხაროდ, გვყავს ძალიან უპასუხისმგებლო ოპოზიცია, რომელსაც მანდატი მიენიჭა, ხალხმა ნდობა გამოუცხადა და ის არ შემოდის პარლამენტში. კითხვა, ალბათ, მათ მიმართ უნდა დაისვას, ისინი გრძნობენ თუ არა თავს უხერხულად,- ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ გადაცემის წამყვანის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხდა, გაირა თუ არა პარლამენტში ერთი პარტიის მუშაობის უხერხულობამ.
მისი განმარტებით, ოპოზიციას ხელიდან ის არგუმენტიც გამოეცალა, რომელზეც მათ შორის მოლაპარაკაბების მიმდინარეობისას აპელირებდნენ და ერთ-ერთი სანდო ორგანიზაციის დასკვნის შედეგად, მათი განცხადებები ტყილი აღმოჩნდა. ამიტომ კუჭავას განცხადებით, ამ ყველაფრის შემდეგ იმის თქმა, რომ პარლამენტში არ შევლენ, უხერხულობას სწორედ ოპოზიციის წარმომადგენლებს უნდა უქმნიდეს.
„ბევჯერ დაუსვამთ ეს კითხვა, რამენად უხერხულად ვგრძნობთ თავს. ნამდვილად არ მივიჩნევ, რომ მე უნდა ვიგრძნო თავი უხერხულად. სამწუხაროდ, გვყავს ძალიან უპასუხისმგებლო ოპოზიცია, რომელსაც მანდატი მიენიჭა, ხალხმა ნდობა გამოუცხადა და ის არ შემოდის პარლამენტში. კითხვა, ალბათ, მათ მიმართ უნდა დაისვას, ისინი გრძნობენ თუ არა თავს უხერხულად, მითუმეტეს, მას შემდეგ, რაც ძალიან ბევრი ფაქტი, რომლზეც ისინი აპელირებდნენ და რომელსაც იყენებდნენ არგუმენტად და აღმოჩნდა, რომ არ ყოფილა სიმართლე. ყველა უშვებს შეცდომას და აღმოჩნდა, რომ ეს შეცდომა იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ დღეს მათ ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი, მათ შორის, მოლაპარაკებებზე სასაუბროდ, გამოეცალათ ხელიდან და ყოველივე ამის შემდეგ, ასე ჯიუტად იმის თქმით, რომ უბრალოდ არ შევდივარ, უხერხულად ნამდვილად მათ უნდა იგრძნონ თავი. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი გამოწვევა ქვეყანაში, ბევრი სოციალური და ეკონომიკური პრობლემა, რომელიც აუცილებელია, რომ გადაიჭრას საკანონმდებლო ორგანოში და შემდეგ უკვე აღსრულების ნაწილში. ამიტომ, აუცილებელია პარლამენტი შეიკრიბოს, გააგრძელოს მუშაობა და იზრუნოს იმ საკითხების გადაჭრაზე, რომელიც დღის წესრიგშია,“- განაცხადა კახა კუჭავამ.