გერმანიაში დღეიდან შეზღუდვები გამკაცრდა

გერმანიაში დღეიდან შეზღუდვები გამკაცრდა

კოვიდინფიცირების შემთხვევების მკვეთრად მატების გამო გერმანიაში კარანტინის მკაცრი რეჟიმი ამოქმედდა. დღეიდან მთელი ქვეყნის მაშტაბით სასწავლო პროცესი შეწყდა.

დახურულია ყველა სავაჭრო და არასასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა. კომპანიების უმრავლესობა ვალდებულია დასაქმებულები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანოს. შეზღუდვები 10 იანვრის ჩათვლით იმოქმედებს.

გერმანიაში სულ კორონავირუსის 1 378 518 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსმა ქვეყანაში 23 692 ადამიანი იმსხვერპლა, 938 089 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.