„ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“ პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით მიმართა

„ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“ პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით მიმართა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებით მიმართა. ცესკო-ს მონაცემებით, მათ მეათე მოწვევის პარლამენტში 36 მანდატი აქვთ. სწორედ მათი უფლებამოსილების შეწყვეტას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ პარლამენტში შესვლას არ გეგმავენ.

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს არ არის ოპოზიციური პარტიების ახირება, პოლიტიკური მიზნებისთვის განცხადებების წერა ან შანტაჟი. ეს არის ჩვენი მოქალაქეების ნების აღსრულება. საქართველოს მოქალაქეებს წაართვეს არჩევნები, ასევე საარჩევნო უფლება. ისინი პოზიციური პარტიებისგან, რომლებმაც ამომრჩეველთა უმრავლესობის მხარდაჭერა მიიღეს მოითხოვენ, არ შევიდნენ გაყალბებულ და ბიძინა ივანიშვილის ერთპარტიულ პარლამენტში. ამ ქვეყანას თუ აქვს ღირსება, ეს ღირსება პირველ რიგში, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა უნდა დავიცვათ. ამიტომ, ჩვენ ერთსულოვნად, პრაქტიკულად ყველამ ჩვენი ბლოკიდან დღეს შემოიტანა განცხადება და ველით უმრავლესობისგან შესაბამის გადაწყვეტილებას, რომ ისინი ჩვენს უფლებამოსილებას შეწყვეტენ და ერთპარტიულ პარლამენტში დარჩებიან, ან ამ პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც მათივე საქმიანობით შეიქმნა, პოლიტიკური შეთანხმებით გადაწყვეტენ“,-განაცხადა ბეჟაშვილმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, ბრძოლის გზაზე რა ბერკეტი რჩება ოპოზიციას, მან უპასუხა, რომ ქუჩიდან პოლიტიკური წნეხით მოახდენენ ამ ხელისუფლების იძულებას იმისთვის, რომ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს.

„სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკისთვის პარლამენტი და სამთავრობო კულუარები აღარ დატოვა, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ქუჩა, ამიტომ პოლიტიკური პარტიები ამ ბრძოლაში ერთიანობას შეინარჩუნებენ და საზოგადოებასთან ერთად, ქუჩიდან პოლიტიკური წნეხით მოახდენენ ამ ხელისუფლების იძულებას იმისთვის, რომ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს. დღეს შექმნილ კრიზისს თავისი პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური შედეგები ექნება. ბუნებრივია, ხელისუფლება ამ წნეხს ვერ გაუძლებს“,-განაცხადა ბეჟაშვილმა.

Aburjga Tasmanieli სწორედაც რომ შანტაჟს ეწევით, მავნებლობთ... მოკლედ რაც იცით იმას აკეთებთ! თქვენი ამბავი რომ ვიციი ისე ღრმად ხართ შესული თქვენს მიერვე შექმნილ სიცრუეში, რომ დაკარგული გაქვთ ზღვარი რეალურსა და არარსებულ გამოგონილს შორის! ახლა ბევრი თქვენგანი უკვე დარწმუნდა რომ ეს მისი პარტიის გამოგონილი ტყუილი ვითონდაც საზოგადოებამ ნაცოპოს მისცა ხმა, ვითომ არჩევნები რაღაც მითიურმა ძალამ გააყალბა, აი ეს სიცრუე რეალობა გგონიათ, დარწმუნებით, ფანატიკოსისათვის შესაშური სიჯიუტით! მაგრამ საქართველო ვერ იცხოვრებს ამ ტყუილში.თქვენ თუ თქვენი ძალებით ვერ გამოხვალთ სომნამბულური მდგომარეობიდან, ქართველი ხალხი ერთს ისეთს შემოგილაწუნებთ, რომ .... ერთბაშად ყველას გამოგეღვიძებათ!
4 წლის უკან