არჩილ თალაკვაძე: ისეთი ადამიანებისგან მოვისმინე კალაძის კრიტიკა, რომელთაც სამართლიანობის ვერდიქტზე აქვთ პრეტენზია,  სინამდვილეში კი დიდი მონდომებით შეუწყვეს ხელი დეზინფორმაციის გავრცელებას

არჩილ თალაკვაძე: ისეთი ადამიანებისგან მოვისმინე კალაძის კრიტიკა, რომელთაც სამართლიანობის ვერდიქტზე აქვთ პრეტენზია,  სინამდვილეში კი დიდი მონდომებით შეუწყვეს ხელი დეზინფორმაციის გავრცელებას

ისეთი ადამიანებისგან მოვისმინე თბილისის მერის კახა კალაძის კრიტიკა, რომელთაც ჩვენს საზოგადოებაში ობიექტურობის, კანონის უზენაესობის და სამართლიანობის ვერდიქტზე აქვთ პრეტენზია, სინამდვილეში კი დიდი მონდომებით შეუწყვეს ხელი დეზინფორმაციის გავრცელებას და მერზე შეტევას მაშინ, როცა მშვენივრად იცოდნენ კახა კალაძის მიერ აღდგენილ პროექტებზე , - ასე გამოეხმაურა აფრიკის დასახლებაში შენობა-ნაგებობების დემონტაჟის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ამ ადამიანებმა იციან, რომ ათასობით ოჯახს, ბინები და სახლები, რომელიც წლების განმავლობაში სადავო იყო, სამართლიანად სწორედ კახა კალაძემ გაუფორმა საკუთრებაში.

"ისეთი ადამიანებისგან მოვისმინე თბილისის მერის კახა კალაძის კრიტიკა, რომელთაც ჩვენს საზოგადოებაში ობიექტურობის, კანონის უზენაესობის და სამართლიანობის ვერდიქტზე აქვთ პრეტენზია, სინამდვილეში კი რადიკალურად განწყობილ, პარტიულ პროდიუსერებთან ერთად, დიდი მონდომებით შეუწყვეს ხელი დეზინფორმაციის გავრცელებას და მერზე შეტევას მაშინ, როცა მშვენივრად იცოდნენ კახა კალაძის მიერ აღდგენილ პროექტებზე (“ოლიმპიური ვარსკვლავი” 500 ოჯახი; “სვეტი” 2500 ოჯახი), რომელიც წლების განმავლობაში მიტოვებული იყო, ხოლო მესაკუთრეები ბინების გარეშე უიმედოდ იყვნენ დარჩენილი. მშვენივრად იცოდნენ თბილისის მერის საქველმოქმედო ფონდის შესახებ, რომლითაც ათასობით სწორედ ისეთ შეჭირვებულ ადამიანს ეხმარება, ვის სურათსაც გუშინ, არგუმენტად იშველიებდნენ. მშვენივრად იცოდნენ, რომ ქალაქის ქაოტური და თვითნებური განაშენიანება საბოლოოდ დაასამარებს თბილისის პერსპექტივას და ისიც მშვენივრად იცოდნენ, რომ ათასობით ოჯახს, ბინები და სახლები, რომელიც წლების განმავლობაში სადავო იყო, სამართლიანად სწორედ კახა კალაძემ გაუფორმა საკუთრებაში", - წერს თალაკვაძე.