აკაკი ზოიძე კარდიოდეფიბრილატორების გადაცემაზე: ამ ნაბიჯის შედეგად უფრო მეტი ადამიანი გადარჩება უეცარ სიკვდილს

აკაკი ზოიძე კარდიოდეფიბრილატორების გადაცემაზე: ამ ნაბიჯის შედეგად უფრო მეტი ადამიანი გადარჩება უეცარ სიკვდილს

ამ ნაბიჯის შედეგად უფრო მეტი ადამიანი გადარჩება უეცარ სიკვდილს, უფრო ნაკლები ადამიანი გაღარიბდება, რადგან აღარ დასჭირდებათ იმ თანხის გადახდა, რასაც ადრე იხდიდნენ მსგავს მომსახურებაში და, გარდა ამისა, ამით ისარგებლებს კლინიკაც, რომელსაც მეტი პაციენტი ეყოლება და ექნება მეტი შემოსავალი, რაც ექიმებისა და მედპერსონალის ანაზღაურების გაზრდაზე აისახება, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ჯანდაცვის ექსპერტმა, აკაკი ზოიძემ პაციენტებისთვის კარდიოდეფიბრილატორებს უსასყიდლოდ გადაცემაზე საუბრისას განაცხადა.

„კარდიოდეფიბრილატორების გადაცემაში აღსანიშნავია სამი ასპექტი. პირველ რიგში არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს გადაუდებელი საჭიროების მქონე ადამიანები უფრო მოწყვლადები არიან, რადგან ბევრმა დაკარგა შემოსავალი და მათ ხელი აღარ მიუწვდება სხვადასხვა ტიპის სამედიცინო მომსახურებაზე, მით უმეტეს - ასეთ ძვირადღირებულზე. ამ ნაბიჯის შედეგად უფრო მეტი ადამიანი გადარჩება უეცარ სიკვდილს, უფრო ნაკლები ადამიანი გაღარიბდება, რადგან აღარ დასჭირდებათ იმ თანხის გადახდა, რასაც ადრე იხდიდნენ მსგავს მომსახურებაში და, გარდა ამისა, ამით ისარგებლებს კლინიკაც, რომელსაც მეტი პაციენტი ეყოლება და ექნება მეტი შემოსავალი, რაც ექიმებისა და მედპერსონალის ანაზღაურების გაზრდაზე აისახება. სამივე მხარე ამ შემთხვევაში მოგებული დარჩება და კარგი იქნება, თუ ამ პრაქტიკას მთლიანად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე გავავრცელებთ“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო პაციენტებს კარდიოდეფიბრილატორებს უსასყიდლოდ გადასცემს.